17:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 14:16:44, 2492 ნახვა

მსოფლიო
შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებასა და მასში საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების გაწევრიანებას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში საქართველოს, უკრაინას, მოლდოვა გაწევრიანებას. ამის შესახებ კანცლერმა პრაღაში კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მას ასევე დასძინა, რომ ეტაპობრივი გადასვლა უმრავლესობის კენჭისყრაზე გადადგმული ნაბიჯია ბლოკის ზრდისკენ, რაზეც ის მოუწოდებს ევროკავშირის 27 წევრს „დაახლოონ რიგები, მოაგვარონ ძველი კონფლიქტები და იპოვონ ახალი გადაწყვეტილებები“. 

გამოსვლაში სათაურით "ევროპა ჩვენი მომავალია", მან თქვა "ჩვენი ერთიანი ევროპის ზეგავლენა ბევრად უფრო ძლიერად უნდა ავიტანოთ... ევროპა ჩვენი მომავალია. და ეს მომავალი ჩვენს ხელშია".

შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ერთგულებას ევროკავშირის გაფართოებისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკში უნდა გაერთიანდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და, საბოლოოდ, საქართველოც.

„თუმცა, ამ გაფართოებულ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. დღეს, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, ინდივიდუალური ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების და დანარჩენი წევრი ქვეყნების წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი იზრდება ყოველი დამატებითი წევრი ქვეყნის მიღებისას. ამიტომ, მე შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა", -განაცხადა შოლცმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics