|
2022-08-29 13:13:55, 1367 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო სააგენტო განმარტავს, რატომ იყო შეზღუდული წვდომა საპენსიო გვერდებზე და დანაზოგზე
საპენსიო სააგენტოს განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების გამო მომხმარებლებს დროებით შეზღუდული ჰქონდათ წვდომა საპენსიო გვერდებზე და პირად დანაზოგზე. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია. "საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტურქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია",- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)