|
2022-08-29 12:04:52, 1948 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ФСБ - დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად, დივერსიული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოამზადა
ჟურნალისტისა და პოლიტოლოგის დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად უკრაინული დივერსიული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოამზადა,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ФСБ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, დივერსიული ჯგუფის წევრი, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკოა, რომელმაც რუსეთი დუგინას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დატოვა. „შემდგომი ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებულმა 1978 წელს. ციგანენკო 2022 წლის 30 ივლისს რუსეთში ესტონეთის გავლით ტრანზიტით ჩავიდა და დარია დუგინას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია”,- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, ციგანენკომ, სავარაუდოდ, ვოვკს ყაზახეთის ნამდვილი მოქალაქის, იულია ზაიკოს სახელით მისცა ყალბი სანომრე ნიშნები, დოკუმენტები და დაეხმარა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში ნაქირავებ ავტოფარეხში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნულ დანაშაულს საზიზღარი და სასტიკი უწოდა. რუსეთის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის თქმით, მისი შვილი რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს, მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ მისივე თქმით, მათ რუსეთის მტრებს სისხლიანი ტერორით სურდათ მათი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)