19:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 11:33:11, 1298 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გაჩერებით რუსეთმა მსოფლიო ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ

რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები.

„ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. ენერგობლოკების საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა გათიშვის შემდეგ სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას რომ არ ემუშავა და ჩვენი ქარხნის პერსონალს რომ არ ემოქმედა, იძულებული ვიქნებოდით, რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. ამასთან დაკავშირებით, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ.

საღამოს ცნობილი გახდა, რომ ატომურმა ელექტროსადგურმა უკრაინის ქსელთან კომუნიკაცია აღადგინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics