20:41 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 15:25:32, 2090 ნახვა

მსოფლიო
გაერო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მარიუპოლში სამხედრო ტყვეებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლო გამართვის თაობაზე

გაერო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მარიუპოლში სამხედრო ტყვეებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლო გამართვის თაობაზე,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისში განაცხადეს, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მარიუპოლის ფილარმონიის დარბაზში გალიები სასამართლო პროცესის დროს ტყვეების შესაკავებლად აშენდა.

მათივე ცნობით, სამხედროების დევნა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო, სამხედრო დანაშაულად განიხილება.

„ეს მიუღებელი და დამამცირებელა“,- აღნიშნავენ გაერო-ში.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის თანამშრომლებს უარი განუცხადეს, მოენახულებინათ რუსეთის მიერ დაკავებული სამხედრო ტყვეები.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნებს დგამენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ.

საკრებულოს ცნობით, სასამართლოს გამართვას ოკუპანტები სექტემბერში გეგმავენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics