20:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 18:35:14, 1246 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი რუსულ ФСБ-ზე - რუსული პროპაგანდა კიდევ ერთხელ ქმნის გამოგონილ სამყაროებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს რუსული ФСБ-ს ვერსიას, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა კიდევ ერთხელ ქმნის გამოგონილ სამყაროებს.

„რუსული პროპაგანდა კიდევ ერთხელ ქმნის გამოგონილ სამყაროებს: უკრაინელი ქალი და მისი 12 წლის შვილი "დანიშნეს" დამნაშავედ პროპაგანდისტ დუგინას მანქანის აფეთქებაში“,-წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს.

გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა.

მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე.

გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო.

ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics