|
2022-08-22 17:18:24, 1109 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი დარია დუგინას მკვლელობის გამო ესტონეთს „მკაცრი ქმედებებით” დაემუქრა
რუსი პროპაგანდისტები და ოფიციალური პირები ემუქრებიან ესტონეთს და აცხადებენ, რომ დარია დუგინას „კვლელობის ჩამდენი”, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაშია. სენატორ ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, რუსეთი "ტერორისტის" გადაცემას ითხოვს. „თუ ესტონეთი დუგინას მკვლელობის დამნაშავეს არ გადასცემს რუსეთის ფედერაციას, არსებობს საფუძველი მკაცრი ქმედებების ჩასატარებლად ტალინთან, რომელიც ტერორისტებს იცავს“,- განაცხადა რუსმა სენატორმა. გარდა ამისა, რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა მიანიშნა რუსეთის ფედერაციის განზრახვაზე შური იძიოს დუგინას მკვლელობაზე. „დაშას მკვლელები უკვე ესტონეთში არიან. ესტონეთი, რა თქმა უნდა, არ გადასცემს მათ. ვფიქრობ, ჩვენ გვყავს პროფესიონალები, რომლებსაც სურთ აღფრთოვანებულიყვნენ ტალინის მიდამოებში მდებარე შუბებით"- წერს სიმონიანი. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)