|
2022-08-22 15:10:00, 1292 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - პუტინმა ომი სრულიად აბსურდული მიზეზების გამო დაიწყო
პუტინმა ომი სრულიად აბსურდული მიზეზების გამო დაიწყო,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, თებერვალში ომის დაწყებამდე მოლაპარაკებების დროს მან დაარწმუნა პუტინი, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს „მომდევნო 30 წლის განმავლობაში".თუმცა, პუტინს ჰქონდა „სრულიად აბსურდული“ იდეები. „ნატო არასოდეს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის”,- განაცხადა შოლცმა. გარდა ამისა, შოლცი დარწმუნებულია, რომ პურინმა ეს ომი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დაგეგმა. „ეს არის ომი, რომელიც პუტინმა, რუსეთმა დაიწყო, აშკარად მისი მეზობელი ქვეყნის დაპყრობის განზრახვით. ვფიქრობ, ეს იყო თავდაპირველი მიზანი. პუტინს რეალურად ჰქონდა იდეა, რომ ფლომასტერი გადაეტანა ევროპის ლანდშაფტზე და შემდეგ ეთქვა: „ეს ჩემია და ეს შენი”,- დასძინა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)