2022-08-20 15:28:04, 1144 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა-დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო 21 კი დაშავდა
თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 კი დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ავტომობილს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია პოლიციაც.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი მეხანძრე, ოთხი ექიმი და საინფორმაციო სააგენტოს ერთი თანამშრომელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,