22:10 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 10:59:59, 1015 ნახვა

მსოფლიო
პორტუგალია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ეწინააღმდეგება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეექვსე თვეს პორტუგალია რუსი ტურისტების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ეწინააღმდეგება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. 

სამინისტროს განცხადებით,  აუცილებელია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისა და რუსეთის არმიის გამიჯვნა.

„სანქციების მთავარი მიზანი რუსული სამხედრო მანქანის დასჯა უნდა იყოს და არა რუსი ხალხის",- განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს დახუროს შენგენის ზონის საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარი დაუჭირა ხუთმა ქვეყანამ: ესტონეთმა, ლიტვამ, ჩეხეთმა, ფინეთმა და დანიამ. სიის პირველმა ქვეყანამ უკვე დანერგა შესვლის შეზღუდვა.

ამავდროულად, ლატვია განიხილავს შესაძლებლობას გააუქმოს ვიზები და ბინადრობის ნებართვები რუსებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომს.

14 აგვისტოს პოლონელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მუშაობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე. ამ საკითხზე გადაწყვეტილებები შესაძლოა უახლოეს კვირებში იყოს მიღებული.

18 აგვისტოს დანიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსებზე ვიზების გაცემას შეზღუდავს. ამასთან, 18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსებს ფინეთის ვიზისთბის 5 თვე მოუწევთ ლოდინი.

2022 წლის 19 აგვისტოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს გააუქმონ რუსებისთვის გაცემული შენგენის მრავალჯერადი ვიზები.

საერთო აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ კვიპროსი, საბერძნეთი და გერმანია. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ეს არის არა რუსი ხალხის ომი, არამედ ეს პუტინის ომია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics