|
2022-08-19 17:40:54, 2462 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მიერ, მიღებული მომსახურების შეფასება მომხმარებელთა მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, უწყებამ აიღო ვალდებულება, ერთი მხრივ უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთათვის ელექტრონულ სერვისებზე მაქსიმალურად მარტივი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ დანერგოს უკუკავშირის სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას და რეკომენდაციების გაზიარებას მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის, მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, შედგენილი კითხვარის მეშვეობით, 2022 წლიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ მათ მიერ მიღებული მომსახურება/ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის შემდეგ სერვისის გამწევ არხებსა და დეპარტამენტებზე: • ვებვერდი - www.rs.ge • საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი 2 299 299 • RS ჩათი • მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიღებული სერვისი (Face to Face) • დავების დეპარტამენტი ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატება შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი და აუდიტის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ მომხმარებელთა (1 იანვრიდან დღემდე უკუკავშირი დატოვა 8500 მომხმარებელმა) რეკომენდაციების საფუძველზე RS ჩათსა და სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს დაემატა ინგლისურენოვანი თანამშრომლები. ამასთან, სრულად განახლდა RS ჩათის თანამშრომელთა შემადგენლობა და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ამავე სერვისის გამწევი არხის საბაჟო მიმართულების ასამუშავებლად. შემოსავლების სამსახურის მიერ, დანერგილი უკუკავშირის სისტემის მიზანია დაინტერესებულ მომხმარებელთა მოსაზრებების მიღება , რომლის მოდულებში, საჭიროების დადგენის შემთხვევაში ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)