2022-08-16 12:22:03, 1020 ნახვა
მსოფლიო
შოიგუ - რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ აქვს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ აქვს .
მოსკოვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინის სამხედრო ოპერაციებს აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედროები გეგმავენ.
"ნატო-მ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ჯარების განლაგება „რამდენჯერმე გაზარდა. ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს AUKUS ბლოკს აქვს პოტენციალი გადაიზარდოს „პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსად,“- განაცხადა შოიგუმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,