12:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 11:18:09, 849 ნახვა

საზოგადოება
დედოფლისწყაროში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კომპანიამ ,,ეკო ვილაჯიო“ ტურისტული სივრცე მოაწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა დ სოფლის მეოურნების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასტუმრო 10  ხის კოტეჯს აერთიანებს, რომელთა  მოწყობისათვის ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა  225,000 ლარზე მეტი, მათ შორის  სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარია. სასტუმროში დასაქმებული 13 ადგილობრივია.

„პროგრამის მხარდაჭერით ახლადგახსნილი სასტუმრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ, და სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო - საინვესტიციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დეკანოიძემ დაათვალიერეს. 

სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics