07:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 13:49:01, 1398 ნახვა

სამართალი
მამალაძე - მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო მოსმენების საქმეზე

საქართველოს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.

აღნიშნულის შესახებ თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო მოსმენების საქმეზე“,- წერს მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ ფაილები, რომლებიც 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ,საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული მოქალაქეების ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს. ამასთან ფაილებში ასობით სასულიერო და საერო პირის ყოველდღიური საუბრებია ჩაწერილი.

გარდა ამისა, ფაილებში ასევე ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics