23:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 15:19:00, 1611 ნახვა

მსოფლიო
G7-ის ქვეყნები რუსეთს უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბრუნებას ითხოვენ

G7-ის ქვეყნების მინისტრებმა რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის კონტროლის ქვეშ გადაცემას მოუწოდებენ,- აღნიშნულის შესახებ ქვეყნები განცხადებას აქვეყნებენ.

G7-მა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხეს უქმნის ბევრ ქვეყანას და ზრდის ბირთვული კატასტროფის რისკს.

რუსეთის ქმედებები დაგმეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა. 

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე უკრაინის პერსონალს უნდა შეეძლოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება მუქარისა და ზეწოლის გარეშე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთი აფერხებს IAEA-ს გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მონიტორინგს, ამიტომსადგურზე IAEA-ს ექსპერტების შეშვება აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ზაპორიჟიესს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა 5 აგვისტოს საღამოს დაიწყო, რამაც რადიაციის გაჟონვის საფრთხე გამოიწვია.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics