12:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 13:11:26, 1424 ნახვა

საზოგადოება
მიიღე პედიატრის კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად

მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, სამედიცინო დახმარების სახეები ასაკის მიხედვით განსხვავდება. ჩვენ ვიცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სკრინინგის კონკრეტული გრაფიკის დაცვამ შესაძლოა სიცოცხლის შენარჩუნება შეძლოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექიმთან რეგულარული ვიზიტები არანაკლებ მნიშვნელოვანია ადრეულ ბავშვთა ასაკშიც.

დაბადებისას ჩვილები ყოველთვიურად უნდა ეწვიონ ექიმს, 9-18 თვიდან - სამ თვეში ერთხელ უნდა გაიარონ პედიატრიული დახმარება, 18 თვიდან 3 წლამდე, ექიმები გვირჩევენ ვიზიტს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ხოლო 3 წლის ასაკში გრაფიკი გადადის ყოველწლიურზე.

დამეთანხმებით, რომ მსგავსი გრაფიკით ექიმთან ვიზიტი ბავშვთან ერთად ძალიან რთულია. ცნობიერების ამაღლების ტემპი რეგულარული პედიატრიული ვიზიტების შესახებ უკანასკნელ პერიოდში გაზრდილია, თუმცა მშობლები დღემდე ეჭიდებიან კლინიკაში ვიზიტებთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომლებსაც წარმოადგენენ რეგისტრატურის და კაბინეტთან რიგის მოლოდინში ბავშვთან ერთად დგომა, კლინიკის კედლებში ყოფნისას ბავშვის მიერ განცდილი სტრესით გამოხატული ტირილი და იმ ამბულატორიულ ინფექციათა გავრცელების წყაროები, რომელთაც პაციენტები ხშირად რეგულარული ვიზიტების დროს ხვდებიან.

REDMED-ის კომფორტული პლატფორმა ამ ყველა პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.  მისი მეშვეობით პედიატრთან კონსულტაცია დროის დაზოგვის და სტრესის თავიდან არიდების ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს.

პედიატრთან ონლაინ კონსულტაცია REDMED-ის დახმარებით

იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ REDMED-ის სერვისით სარგებლობა, აუცილებელია ეწვიოთ მის მთავარ გვერდს და ძიების ველში ჩაწეროთ სპეციალობა – პედიატრი. პლატფორმაზე არსებული გამოცდილი და პროფესიონალი ექიმებისგან აუცილებელია ამოირჩიოთ სასურველი, ან ფილტრის ფანჯრიდან თქვენთვის მოსახერხებელი დროის, კლინიკის ან დაზღვევის მიხედვით შეარჩიოთ თავისუფალი სპეციალისტი. აუცილებელია სასურველი დროის არჩევის დროს შეარჩიოთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაციიდან ერთ-ერთი და თუკი ჩვენი სერვისით პირველად სარგებლობთ გაიაროთ ავტორიზაცია. 

დაჯავშნილ კონსულტაციამდე აუცილებელია წინასწარ გვქონდეს მომზადებული ყველა ის ინფორმაცია, რაც სპეციალისტისთვის გახდება აუცილებელი : ჩატარებული აცრების და გადატანილი ინფექციური დაავადებების სია, ჩივილების მიმდინარეობა, თუკი ოჯახში აღინიშნება რაიმე სახის გენეტიკური დაავადებები და სხვა. ვიდეო კონსულტაციისას მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი კომფორტულად და დაცულად იგრძნობს თავს : შემოკრიბეთ მისთვის საყვარელი სათამაშოები და ეცადეთ პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდ ოთახში, სადაც არაფერი შეგიშლით ხელს და გაფანტავს მის ყურადღებას.

გარდა ონლაინ კონსულტაციისა, REDMED-ი საშუალებას გაძლევთ ყველა სადაზღვევო დოკუმენტაცია მიიღოთ ელეტრონულად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდება ანალიზების და მედიკამენტების დანიშვნა, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიძახოთ ლაბორატორია და/ან აფთიაქი სახლში.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics