02:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 10:45:29, 940 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების შესახებ წინადადებას მხარი 95 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 1 იყო.

სენატის ლიდერმა ჩაკ შუმერის თქმით, აღნიშნული ქმედება დასავლეთის ერთიანობის სიგნალი მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვმა 24 თებერვალს უკრაინასთან ომი დაიწყო.

„ეს მნიშვნელოვანია არსებითად და როგორც სიგნალი რუსეთისთვის: მათ არ შეუძლიათ დააშინონ ამერიკა ან ევროპა. პუტინი ცდილობდა გამოეყენებინა თავისი ომი უკრაინაში დასავლეთის გასაყოფად. ამის ნაცვლად, დღევანდელი კენჭისყრა აჩვენებს, რომ ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე",- განაცხადა შუმერმა.

გარდა ამისა, პროცედურის დასრულებისთვის აუცილებელია ალიანსის წევრმა 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტებმა შესაბამისი გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინონ.

შეგახსენებთ, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებისთვის მას შემდეგ, მიიწვიეს, რაც თურქეთმა ვეტო მოხსნა მათ წევრობაზე 28 ივნისს სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერისა და გარკვეული ტერორისტული ჯგუფების მიმართ ტოლერანტობის გამო თავისი ეროვნული უსაფრთხოებით შეშფოთებულმა თურქეთმა თქვა, რომ თუ ქვეყნები არ დაემორჩილებიან შეთანხმებას, მათი წევრობის განაცხადი შეიძლება ისევ დაიბლოკოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics