|
2022-07-31 15:35:11, 1153 ნახვა
საზოგადოება
იზორია ჩხოროწყუს ძეგლზე - აღნიშნული წარწერა განთავსებულია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, ჯუმბერ იზორია TV Pirveli-ის მიერ გავცელებულ ინფორმაცის ეხმაუერება, რომკის თანახმადაც თავმჯდომარემ საკუთარ გამონათქვამს ქალაქის ცენტრში ძეგლი დაუდგა. იზორია განმარტავს, რომ რეპორტაჟში ფაქტები დამახინჯებულია და წარწერა ოჯახის კუთვნილ ტერიტორიაზე დგას.
ბატონო ნოდარ, წლებია თქვენი მხრიდან ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების დღიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით შეთითხნილი ბრალდებების კორიანტელი. ყველა ამ „ფეიკ“ სიუჟეტის უკან იდგა ნოდარ მელაძე !!! დიახ, სწორედ მსგავსმა ცილისწამებამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე, რადგან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ღირსება, ადამიანობა და სამშობლოს სიყვარული, რომელიც ასე უცხოა თქვენთვის. მესმის თქვენი გაკვირვება აღნიშული წარწერის გამო, რადგან ძალიან შორსაა თქვენგან „კაცობა, ღირსება და პატრიოტიზმი“. უცხოა თქვენთვის სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა იმისთვის, რომ შენს ხალხს შეუქმნა უკეთესი მომავალი. ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო იმ ტრადიციების და ღირებულებების გაგრძელება, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინაპრებს. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მაგრამ არ მახსოვხართ თქვენ და არც თქვენი პოლიტიკური ლიდერები. არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მახსოვხართ, არც თქვენ და არც თქვენი პარტიული თუ სატელევიზიო ხელმძღვანელები. დიახ ბატონებო, მე როცა იარაღით ხელში ვიცავდი ჩემი სამშობლოს ღირსებას, თქვენ თბილ ოთახში მოკალათებული ტელევიზორს უსხედით.... არც პანდემიის დროს მახსენდება თქვენი ხალხის გვერდში დგომა, გარდა პროვოკაციული განცხადებებისა. მე კი ჩემი დაარსებული ფონდით და მეგობრების თანადგომით, 2000- ზე მეტ ოჯახს გავუწიეთ დახმარება ურთულეს დროს. ჩემი 30 -წლიანი სამუშაო გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მაძლევს შესაძლებლობას ვიდგე იქ, სადაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეს იქნება საჯარო სამსახური თუ კერძო სექტორი. ჩემთვის ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტი ქვეყნის ერთგულება და ჩვენი მოსახლეობის სამსახურში ყოფნა. რაც შეეხება გუშინდელ სიუჟეტს, ბატონო ნოდარ, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ როგორც მე და ჩემს ოჯახს, ასევე ჩემს ულამაზეს ქალაქს, რეგიონს და მის მოსახლეობას,"-წერს იზორია.
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)