18:00 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 16:31:14, 2548 ნახვა

საზოგადოება
რუსული კომპანია რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს - ფორტ რაბათს აწყობს

 რუსული კომპანია ქვევრი-ივენთი რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს -ფორტ რაბათს აწყობს. თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხე ტურისტებისთვის და მომნახველებისთვის დაკეტილი იქნება და ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორები და მონაწილეები დაიშვებიან. თამაში 3 საათს გაგრძელდება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რაბათის განძში" მონაწილეობა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ადგილობრივებსაც შეეძლებათ.თამაშში მონაწილეობა 275 დოლარი ეღირება.

 "რაბათის ციხე არის ნამდვილი კულტურულ-ისტორიული კომპლექსი დაახლოებით 7 ჰექტარ ფართობზე. კომპლექსის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაწილად: ზედა (სადაც შემორჩენილია ისტორიული ნაგებობები) და ქვედა (თანამედროვე ინფრასტრუქტურით).
კომპლექსის ტერიტორიაზე დაუშვებელია:მოთამაშეების მეგობრები, რომლებიც მათთან ერთად მოგზაურობენ, მაგრამ არ მონაწილეობენ თამაშში.მოთამაშეების ნათესავები, რომლებიც მოგზაურობენ მათთან ერთად, მაგრამ არ მონაწილეობენ თამაშში. მოთამაშეების შვილები, მაგრამ 14 წლიდან ბავშვი შეიძლება გახდეს სრული მონაწილე, თუ მას სურსყველა, ვინც ამ დროისთვის მოთამაშეს ახლავს, შეიძლება განთავსდეს ციხის ქვედა ნაწილში, სადაც განთავსებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა: კაფეები, ბარები, მაღაზიები, სუვენირების მაღაზიები და ა.შ,"- ვკითხულობთ სარეკლამო პოსტში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics