05:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 15:24:08, 1255 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ

პარასკევს, რუსეთი და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ, რათა მარცვლეული ექსპორტი განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი და გაერო ავრცელებს.

რუსეთი და უკრაინა, ორივე მსოფლიოში საკვების უმსხვილესი ექსპორტიორი, გაგზავნიან თავიანთ ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის მინისტრებს სტამბოლში, ხელმოწერის ცერემონიალზე. 

კრემლმა დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელს მოაწერს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ელოდება, რომ მისი ქვეყნის საზღვაო პორტები მალე განიბლოკება.

ცერემონიას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი დაესწრებიან.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბლოკადამ გააუარესა გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და, მოსკოვის მიმართ დაწესებულ დასავლეთის სანქციებთან ერთად, გამოიწვია საკვებისა და ენერგიის ფასების მაღალი ინფლაცია მას შემდეგ, რაც რუსული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics