2022-07-18 09:50:08, 1277 ნახვა
სამართალი
დღეს, სასამართლო სოსო გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, რომელსაც ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.
ცნობისთვის, 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,