11:02 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 20:49:56, 1068 ნახვა

სამართალი
ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულებს 20, 17 და 4 წლით პატიმრობა შეეფარდათ

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლატარიას კიდევ 3 წელი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა და ის ციხეში 20 წელს გაატარებს. 

ლევან რაჯავას, მას პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. 
ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. 

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულო საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ.   ამ უკანასკნელის    მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან  მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბ.ხ.-სთან ერთად ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც ლ.რ.-ს ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ხოლო მას შემდეგ რაც ლ.რ.-მ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი  აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, ხელყუმბარა არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე დაეცა.

სამართალდამცველებმა  ბ.ხ.   და  ბ.ლ.  18 ოქტომბერს დააკავეს. სამართალდამცველებმა ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3,85 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიების პროცესში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა,  შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინა.

ხოლო ბ.ხ.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და  19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics