|
2022-07-13 10:18:18, 919 ნახვა
სამართალი
GDI-მ ჟურნალისტებისა და აქტივისტების ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით სტრასბურგს მიმართა
2022 წლის 07 ივლისს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ჟურნალისტებისა და აქტივისტების უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. მათივე ცნობით, უკანონო ფარული-მოსმენა მიყურადებით დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან. "2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც ძირითადად სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრის შესახებ. გავრცელებულ ფაილებში ასახული ინფორმაციის ავთენტურობა დაადასტურეს პოლიტიკურმა ფიგურებმა და ჟურნალისტებმა, მათ შორის, იმ პირებმაც, რომელთა ინტერესებსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავს, კერძოდ: ქეთევან ნადიბაიძემ, მარტა ქურასბედიანმა, ნოდარ რუხაძემ, მარიამ გეგუჩაძემ და ნანა ბრეგაძემ. მიგვაჩნია, რომ უკანონო ფარული-მოსმენა მიყურადებით დაირღვა მომჩივანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან. ვთვლით, რომ საქმემ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საქართველოში უკანონო მოსმენა მიყურადების პრაქტიკაზე. სარჩელის მომზადება შევძელით საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდამჭერით. უახლოეს მომავალში, ამავე თემაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე გაიგზავნება სხვა პირთა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრის, თინა ბოკუჩავას, სარჩელი",- წერია განცხადებაში.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)