|
2022-07-13 09:56:10, 2622 ნახვა
სხვადასხვა
პუტინის ქალიშვილი რუსეთში იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს უხელმძღვანელებს
ფონდის Innopraktika-ს ხელმძღვანელი, კატერინა ტიხონოვა, გახდა რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის, იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე . ეს ინფორმაცია RBC-ს რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის პრესსამსახურში დაუდასტურეს. პუტინის ქალიშვილამდე საბჭოს ხელმძღვანელობდა RSPP-ის თავმჯდომარე ალექსანდრე შოხინი. საბჭო შეიქმნა იმპორტის ჩანაცვლების შესახებ, ორგანოების საქმიანობის კოორდინაციისთვის, იმპორტირებული აღჭურვილობის ჩანაცვლების წარმატებული პრაქტიკის განზოგადებისთვის, ციფრული სერვისების შესაქმნელად იმპორტის ჩანაცვლების მხარდასაჭერად და საკანონმდებლო ინიციატივების ფორმირებისთვის, ნათქვამია RSPP-ის პრესსამსახურში. ივლისის დასაწყისში, Innopraktika-ს პრესსამსახურმა განუცხადა RBC-ს, რომ ტიხონოვამ მიიღო შეთავაზება საბჭოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ ჯერ არ დათანხმდა ამაზე. Reuters-მა, Bloomberg-მა და BBC-მ კატერინა ტიხონოვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი უწოდეს, ამას Meduza-ს წყაროებიც ადასტურებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს ტიხონოვას და პუტინის კიდევ ერთ სავარაუდო ქალიშვილს, მარია ვორონცოვას. კრემლმა პირობა დადო, რომ უპასუხებდა სანქციებს, რითაც ფაქტობრივად აღიარებდა ტიხონოვასა და ვორონცოვას ურთიერთობას პრეზიდენტთან. Innopraktika-ს მართვის გარდა, ტიხონოვა ასევე არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რთული სისტემების მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური სისტემების მოწინავე კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)