17:39 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 18:45:04, 1466 ნახვა

სამართალი
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის განხილვა გაიმართა

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის  (CPT) ანგარიშის განხილვა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ღონისძიებაზე იმ დადებითი ტენდენციების შესახებ ისაუბრა, რომელიც CPT-ის მონიტორინგის დოკუმენტში აისახა.

აღინიშნა, რომ ევროპული კომიტეტის ანგარიშის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს და რომ დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე.

თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა აგრეთვე CPT-ის მხრიდან პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემის შეფასების შესახებ და აღნიშნა, რომ კომიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში გადამდებ დაავადებათა მკურნალობას სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომად მიიჩნევს,  განსაკუთრებით მაღალ შეფასებას კი COVID-ის მართვის პრაქტიკას აძლევს, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება.

რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე გათვალისწინებული და ასახულია იუსტიციის სამინისტროს 10-წლიან სტრატეგიაში. კერძოდ, უკვე დამტკიცებულია  პენიტენციურ სისტემაში  სპორტის მართვის ახალი სტრატეგია, განახლდა სპორტული მოედნები; ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა. არსებული  გამოწვევების საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრისათვის კი უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალ პატიმრობის კოდექსზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება:

„შექმნილია შესაბამისი უწყებათშორისი ჯგუფი,  ახალი პატიმრობის  კოდექსი და აღნიშნული სამუშაო  პლატფორმის საქმიანობა იმისკენ იქნება ორიენტირებული, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს პრაქტიკაში შეიძლება მწვავედ იდგეს, პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე იქნეს აღმოფხვრილი",  - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

CPT-ის მიერ საქართველოში განხორციელებული  მონიტორინგის ანგარიშის განხილვა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics