|
2022-07-08 13:25:30, 779 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - როგორც კი არასამთავრობოები აცხადებენ პრეტენზიას, რომ ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, ხდებიან პარტია
როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, სწორედ ამ მომენტში ეს ორგანიზაცია ხდება პარტია და მას უკვე აქვს პარტიული მიზნები, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სექტორის დღის წესრიგმა წაშალა ზღვარი არასამთავრობო მუშაობასა და პარტიულ მუშაობას შორის. მისივე თქმით, პოლიტიზება მათივე საქმიანობის დისკრედიტაციას ახდენს. „სამწუხარო მოვლენაა, რომ საბოლოო ჯამში, წლების განმავლობაში ნაშენები სამოქალაქო სექტორი ასე უცებ ჩამოიშალა. ყოველ შემთხვევაში მისი ნაწილი. დისკრედიტება ხდება სექტორის რა კუთხით, რომ ზღვარი მთლიანად წაიშალა, სად არის პარტია და სად არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელია მათ შორის პარტია და რომელია არასამთავრობო ორგანიზაცია. პრინციპში არასამთავრობო ორგანიზაციაც, ისევე, როგორც პარტია, ეს არის ხალხის გაერთიანება. თავისი ბუნებით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის სხვაობა, რა მომენტში ხდება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტია. სხვაობა არის სწორედ მიზნებში. პოლიტიკური პარტიის მიზანი არის, რომ მან საკუთარი წარმომადგენლებიდან, ან საკუთარი გარემოცვიდან დააკომპლექტოს სხვადასხვა თანამდებობები, ჰქონდეს გავლენა საკანონმდებლო პროცესზე, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა კანონების მიღებაში და ა.შ. რას ვხედავთ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეტენზია რაში მდგომარეობს, მათ ოფიციალურად განაცხადეს პირდაპირ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში მათ უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა, მათ შორის ვეტოს უფლება დაკომპლექტებისას. ანუ, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი სახალხო მანდატი და ლეგიტიმაცია ხალხისგან ითხოვს, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა მთავრობის დაკომპლექტებაში. არა ხალხს, არა ხალხის წარმომადგენელს, არამედ ორგანიზაციას, რომელიც 10-20 კაცისგან შედგება, დაფინანსება აქვს და რომელიღაც პროექტს ახორციელებს. სწორედ ამ მომენტში, როგორც კი ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, სწორედ ამ მომენტში ეს ორგანიზაცია ხდება პარტია და მას უკვე აქვს პარტიული მიზნები. ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ მოხდა ტრანსფორმაცია, უფრო სწორად გამოაშკარავება, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ჩვეულებრივად იქცევა, როგორც პარტია. ის უბრალოდ არ არის რეგისტრირებული როგორც პარტია და ამავე დროს გამოდის, რომ არის პრივილეგირებული პარტიებთან შედარებით. ამას ვეუბნებით ჩვენც, თუ გინდათ, რომ იყოთ პარტია, გქონდეთ პარტიული მიზნები, მაშინ შემოდით ამ ველზე. ამ ველში მათ ექნებათ დაფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება, რაც ახლა არ აქვთ. ექნებათ ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულება, რაც ახლა არ აქვთ. ექნებათ შიდა დემოკრატიული მმართველობის ვალდებულება, რაც ახლა არ აქვთ. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, გაუმჭვირვალე სტრუქტურით, გაუმჭვირვალე ფინანსებით და შემოდიან იმ ველში, სადაც არიან პარტიები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)