|
2022-07-08 10:51:25, 1261 ნახვა
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა 2021 წელის ანგარიში წარადგინა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა, დავით ჩხარტიშვილმა რეგიონის მასშტაბით 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
სხდომა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა და მას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საბჭოს მუშაობაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს საპროკურორო საბჭოს არაპროკურორმა წევრებმა იაგო ხვიჩიამ და ლილი გელაშვილმა.
დავით ჩხარტიშვილმა სხდომის წევრებს 2021 წლის მუშაობის ანგარიში, ანალიზი და სტატისტიკა წარუდგინა; ისაუბრა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, განრიდების, აღკვეთის ღონისძიების, საპროცესო გარიგებების, დამდგარი განაჩენების მაჩვენებლებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მნიშვნელობაზე, დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა 2022 წლის გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე და მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლის სტრატეგიის დოკუმენტში მითითებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა, გამოძიების ხარისხის ამაღლება, განრიდების და საპროცესო შეთანხმების გაზრდა, სასამართლოებში საქმეების სწრაფად დასრულება და სხვა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ დავით ჩხარტიშვილმა სხდომის მონაწილეების კითხვებს უპასუხა. საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)