|
2022-07-05 11:30:08, 1366 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთის დამოკიდებულებისგან, რაც პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს აფერხებდა
ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება რუსეთის დამოკიდებულებისაგან, რომელიც დიდი ხანია აფერხებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მიუხედავად პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიისა,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოსეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო, რაც ერთ-ერთი არასწორი გათვლაა, რომელიც რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს დაუშვა. „2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსეთის ნავთობის იმპორტს, ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ვლადიმერ პუტინი ალბათ ფიქრობდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო. ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, - განაცხადა ბორელმა. გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ რუსული ენერგიის წყაროებიდან ასეთი სწრაფი გაყვანა სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს. „ეს არის საფასური, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად”, - დასძინა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ბორელმა რევოლუციური განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირმა უნდა მიატოვოს ერთსულოვნების პრინციპი. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ თუ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. ბორელმა განმარტა, რომ თუ ქვეყნებმა წინასწარ იციან, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობით, მათ აქვთ ძლიერი სტიმული მოლაპარაკებისა და კონსენსუსის შესაქმნელად. თუ მათ იციან, რომ შეუძლიათ ყველაფრის დაბლოკვა, მათ არ აქვთ სტიმული, მიაღწიონ კომპრომისს.
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ფიფია - პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)