|
2022-07-01 15:00:36, 1292 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ვფიქრობ, პუტინმა ომის დაწყების გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე მიიღო, ის ამისთვის ემზადებოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომისთვის მზადება ერთი წლის წინ დაიწყო ამიტომ, აგრესორ ქვეყანას შეუძლია საომარი მოქმედებების წარმოება „დიდი ხნის განმავლობაში“,- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები გავლენას ახდენს რუსეთზე, თუმცა პუტინი ამას არ აღიარებს. "ვფიქრობ, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე მიიღეს, ან შესაძლოა უფრო ადრე, რადგან ის ამისთვის ემზადებოდა. ასე რომ, ის შეძლებს ომის გაგრძელებას ძალიან დიდხანს დასავლეთის სანქციები გავლენას ახდენს რუსეთზე, თუმცა პუტინი ამას არ აღიარებს.ახლა ეს ემართება ქვეყანას, რომელიც არც თუ ისე განვითარებულია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ყველა ტექნოლოგია დანარჩენი მსოფლიოსგან, რომ ჰქონდეს ცხოვრების მსგავსი დონე და იყოს გლობალური ეკონომიკის ზრდის ნაწილი', - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა. ცნობისთვის, შოლცმა ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა , რომ რუსეთთან ურთიერთობა ვეღარ დაუბრუნდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ არსებულ დონეს. გერმანიაში გამართული სამიტის შემდეგ შვიდი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინას ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური დახმარება გაუწიონ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)