|
2022-06-30 11:32:01, 1375 ნახვა
მსოფლიო
პუტინი კრემენჩუკზე - ჩვენ არ ვბომბავთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ რუსეთი დგას კრემენჩუკში, ცენტრალური უკრაინის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის უკან, რომლის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დაიჭრა. მისივე თქმით, რუსული არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს. "რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩინოთ კონკრეტული ადგილები; და ჩვენი მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წყალობით ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს", - თქვა პუტინმა. აშხაბადში "კასპიის ხუთეულის" ლიდერების - რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის - შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, Telegram არხზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო ძალებმა მაღალი სიზუსტის საჰაერო იარაღით დარტყმა მიაყენეს შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთულ საწყობებს. „მაღალი სიზუსტის დარტყმის შედეგად, დასავლური წარმოების იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც კონცენტრირებული იყო საწყობში შემდგომი გადაზიდვისთვის დონბასში უკრაინული ჯარების ჯგუფისთვის, განადგურდა“, - აცხადებენ სამინისტროში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)