2022-06-28 18:38:42, 1212 ნახვა
ომი უკრაინაში
ქალაქის მერი - რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრს დაარტყეს
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრს დაარტყეს. - განაცხადა ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა.
მისივე თქმით, ადგილობრივებს მოუწოდებს არ დატოვონ თავშესაფრები.
"რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრს დაარტყეს ადგილობრივებს მოვუწოდებ არ დატოვონ თავშესაფრები, არ გამოაქვეყნონ ფოტოები და ვოდეოები". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,