14:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 14:31:48, 960 ნახვა

პოლიტიკა
მელია - საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები

მთავრობა, რომ გადადგეს უნდა გადადგეს ღარიბაშვილი. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

"საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნაა ივანიშვილის მთავრობის გადადგომა, რომლის ფორმალური პრემიერი ღარიბაშვილი. შესაბამისად მთავრობა, რომ გადადგეს უნდა გადადგეს ღარიბაშვილი
• საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნით ივანიშვილმა ახალი, ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი მთავრობა კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ უნდა აირჩეს ეროვნული თანხმობის მთავრობა
• ეროვნული თანხმობის მთავრობა, არის დროებითი. ის ასრულებას ევროკომისიის დასკვნით გაწერილი 12 რეკომენდაციას (ამ რეკომენდაციებში არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა), რათა დეკემბერში მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატობა. ის არის გარდამავალი.
როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს პროცესი, მათ შორის ახალი არჩევნებით.
• საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები, საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით.
• ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო არის კონსესუსი და მხარს უნდა უჭერდეს საერთო-სახალხო მოძრაობაც, ოპოზიციაც და დათანხმდეს ივანიშვილიც.
• ივანიშვილმა უნდა დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ეს მნიშვნელოვანია კანდიდატობის მისაღებად (პირდაპირ წერია დეოლიგარქიზაცია) და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია.
• ევროკავშირისთვის - ასე უნდა ერქვას სამთავრობო გეგმას, რომელსაც უნდა გამოუცხადოს თანხმობა პარლამენტმა, პრემიერის დამტკიცებისას და 12-ვე საკითხს უნდა პასუხობდეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მისივე მთავრობა, მათ ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიანი ვადა მისცეს, ასევე ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics