|
2022-06-24 14:29:37, 1110 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილზე - არავითარი როლი და სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში
ბიძინა ივანიშვილს არავითარი როლი და სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში,- აცხადებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრისას. მისივე თქმით, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, რადგან მას არ მიუღია შემოსავალი საქართველოში.
"დეოლიგარქიზაციის შესახებ გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უკრაინის მსგავსი კანონის მისაღებად. ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის გამოწვევა. ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, ქველმოქმედი. მან უცხო ქვეყნებში დაგროვებული სიმდიდრე საქართველოს მიუძღვნა. მთავარი ქველმოქმედება იყო ის, რომ ქვეყანას მოაშორა დესტრუქციული ძალები. მან დაგვიტოვა თამასა მედიის თავისუფლების და ბიზნესგარემოს კუთხით. თუ ბიძინა ივანიშვილი არის დესტრუქციული ძალა, მაშინ ჩვენც მანდ ვართ. ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის ის რომ იგი იზრდება სახელმწიფოს რესურსებით, ივანიშვილს არ მიუღია შემოსავალი საქართველოში. ის არის მეცენატი. ივანიშვილს არავითარი როლი და სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში. ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა ქონდეთ სხვა ინდივიდებს,"- აცხადებს ღარიბაშვილი. ცნობისთვის, ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს, ერთ-ერთი კრიტერიუმი დეოლიგარქიზაციაა.რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განმეორებითი შეფასება 6 თვეში მოხდება.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)