17:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 13:19:15, 901 ნახვა

პოლიტიკა
კუბილიუსი - არავინ სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს

არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერმინისტრი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი - ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის, ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის, პირველ რიგში, ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით. ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან „ქართული ოცნების“ წევრებიც და ყველა გვთხოვს, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ. განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სირცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა.

ბოლო დროს გაკეთდა არაერთი განცხადება და გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის დაკავება იყო. საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო. ახლა სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ოლიგარქია, როდესაც გავიწყდება შენი ნამდვილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, აჩვენებს, რომ მთავრობას არ შეუძლია, სერიოზულად მიუდგეს, რა თქვეს კომისიამ და ევროპარლამენტმა, თან ცდილობენ რაღაც თამაშის თამაშს და ზოგჯერ ეს გიჟური თამაშებია, ამით ისინი სწირავენ საქართველოს მომავალს“,- განაცხადა კუბილიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ტელეკომპანია თრიალეთმა პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით
სიბიგა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics