|
2022-06-22 14:05:33, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა 24 ივნისის აქციაზე - ისევ შევიკრიბებით, მათ შორის შეიძლება მეც ვიყო
აქ ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შევიკრიბებით, მათ შორის შეიძლება მეც ვიყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, 20 ივნისის აქცია კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მშვიდობიანად ჩატარდა რაც ნამდვილად, ქართული სახელმწიფოს საკადრისი იყო. „ის რაც აქცია იყო, იქ იყო გაერთიანებული განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები და ჩვენ ვნახეთ, მცდელობა იყო რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ვთქვათ სცენაზე ასულიყვნენ, ბანერები აეტანათ და ისინი როგორ ჩამოაგდეს იქიდან და სწორი მიდგომა იყო, რა დროს მიშა და ნაციონალური მოძრაობაა. აქ ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. რას ველოდები, ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო. ისევე როგორც ამ წინა აქციაზე მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენ, ძალიან ბევრი, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის დიახ, ნამდვილად, ქართული სახელმწიფოს საკადრისი, იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომლითაც ევროპა დღემდე ამაყობს",- განაცხადა დეპუტატმა. შეგახსნებთ, რომ 20 ივნისს, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს. დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ამასთან, მწერალმა ლაშა ბუღაძემ 24 ივნისს ახალი აქცია დაანონსა. „აქციებს კი არ ვასრულებთ, არამედ ვიწყებთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა, თუკი გვინდა რომ საქართველო შევიდეს ევროკავშირის სივცრეში. ერთ დღეში არაფერი გადაწყდება, მაგრამ თუკი ვიქნებით ერთად ჩვენ მიზანს მივაღწევთ, როგორც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას. ვინ მიგდია ივანიშვილი რომ ეს ოცმება მოგვიკლავს. აქეთ არის საქართველო და მეორე მხარეს არის ერთი კაცი, რომელიც ჩვენს ნებას ვერ გადაწონის. ამ რამდენიმე დღეში, საქართველოს მარცხის ხელისუფლებას შეიძლია გაუგზავნოს რაღაც სიგნალი ევროკავშირს, მაგრამ ალბათ ამას არ იზამენ, მათ არ უნდათ ევროპა. ამიტომაც, ვიცოდეთ, რომ აქცია იქნება 24-შიც",- განაცხადა ბუღაძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)