01:16 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 13:15:18, 1244 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე კონსტიტუციაზე - ადამიანები ვინც ამას ხმა არ მისცა, ნაცმოძრაობაზე მაქვს საუბარი, მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო პარლამენტში

,,ჩვენი ყველას სურვილი იყო,  ობიექტურად ვინც ამ ქვეყანაზე ვფიქრობდით და ვინც ობიექტურად ვართ დაინტერესებული იმით, რომ ამ ქვეყანამ ევროპული გზა რომ აირჩია საბოლოოდ ამ ყველაფერს პოზიტიური შედეგი ქონდეს და ჩვენ დაუბრუნდეთ ევროპას და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების“  აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე. 

 როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ,,ქართული ოცნების’’ მიერ, მოხდა კონსტიტუციაში ევროპული არჩევანის ჩაწერა. 

,,სხვა შორის ახლა, რომ კონსტიტუციის მუხლს მოიშველიებენ, ისე გამოდის თითქოს მათ ჩაეწეროთ და შემდეგ ვიღაც ამის არ შესრულებით იყოს დაინტერესებული. ეს მუხლი ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს, ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში. არის პირდაპირი დავალება, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების  მმართველობაში, რომ მათ უნდა აირჩიონ  ევროპული გზა და უნდა იზრუნონ და ყველაფერი გააკეთონ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. როდესაც, ადამიანები ვინც ამას ხმა არ მისცა, ნაცმოძრაობაზე მაქვს საუბარი მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო პარლამენტში, ახლა ამ კონსტიტუციის მუხლს აქეთ გვახსენებენ, სპეკულაციის და პოპულიზმის ხარისხს გავუსვამ, მხოლოდ ხაზს. ‘’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics