|
2022-06-17 18:43:16, 1169 ნახვა
პოლიტიკა
მელია - მოლდოვის მმართველობაში რომ ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ყოლიფილო, ისინიც ვერ მიიღებდა სტატუსს
წარმოიდგინეთ დღეს მოლდოვის მმართველობაში რომ ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ყოლიფილო, რა თქმაუნდა მოლდოვაც ვერ მიიღებდა კანდიდატიდს სტატუსს,- ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მელიას, თქმით საქართველო უნდა გავთავისუფლდეთ ოლიგარქისგან, რომ დაიწყოს პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციითა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუდებით დასრულდება. „ახლა კი ჩვენი ქართველი ხალხის ჯერია, უნდა გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი ისტორია, აწმყო და მომვალი. თუ მოლდოვამ შეძლო ქვეყნის დეოლოგარქიზაციის მოხდენა და კანდიდატის სტატუსი მიღება, მაშინ ჩვენც მივიღებთ. წარმოიდგინეთ დღეს მოლდოვის მმართველობაში რომ ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ყოლიფილო, რა თქმაუნდა მოლდოვაც ვერ მიიღებდა კანდიდატიდს სტატუსს. შესაბამისად ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ოლიგარქისგან. ვიკრიბებით, 20 ივნისს 20:00 საათზე, რომ დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუდებით“,- განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)