2022-06-13 17:29:44, 1167 ნახვა
პოლიტიკა
პუტინს „რუსეთის დღე” ათმა ქვეყანამ მიულოცა
რუსი დიქტატორი "რუსეთის დღეს" აღნიშნავს. - განაცხადა რუსული მედიის ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, პუტინს დღესასწაული 10-მა ქვეყანამ მიულოცა.
" ამ ქვეყნებს შორის არიან : ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი,
ქუვეითი, ნიკარაგუა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,