|
2022-06-11 12:53:45, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, ყველაფერზე ხელი მოვაწერე, ყველა მისი თხოვნა და მომართვა დავაკმაყოფილე
მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, პირველ რიგში, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, მთავარი, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით, კანონებით და კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ეხებოდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველამ და პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, უნდა დაიცვან და მაგალითი მისცენ კანონის ზედმიწევნით შესრულების, ასევე კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად, წესების და ნორმების დაცვის. „რა თქმა უნდა, მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, ასევე კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად, წესების და ნორმების დაცვის. რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა შემდეგ რამ განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალური მომართვა, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მოთხოვნა, ყველა მისი თხოვნა და მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ის ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან და კითხვას ვუსვამ მაშინ ყველას, რომ თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, სრული პასუხისმგებლობით, დღეის მდგომარეობით, არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესების და კანონების მიხედვით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს? არ ვიცი ის რას ამბობს, რომ გეუბნებით მტკიცებულებით და მაშინ, წარმოადგინეთ მტკიცებულება. არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა, ყველა დავუკმაყოფილეთ. სამწუხაროა ის, რომ პირდაპირ, რომ იტყვიან, იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ იგი გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში", - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)