02:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 11:17:03, 2238 ნახვა

პოლიტიკა
როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი ხელისუფლება არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, მთავრობის დაღმსასვლაზე მიუთითებს - კრამონი ზურაბიშვილის განცხადებაზე

როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი ხელისუფლება არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას. ცუდ ხუმრობას ჰგავს,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე.

კრამონის თქმით, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვაპოლიტიკური რეალობაა, რომელიც მთავრობის დაღმსასვლაა

„როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი ხელისუფლება არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას. ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს არის პოლიტიკური რეალობა. ეს საქართველოს მთავრობის დაღმსასვლაა“,- წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტის განხორციელებაზე.

პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ საქართლოს კანდიდატურის მხარდასაჭერად აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა.

„მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პილონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, ვისთან  ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა",- განაცხადა პრეზიდენტმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics