02:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 21:41:26, 1233 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ევროპული სოლიდარობა ნიკასა და ჩემს მიმართ მართლაც დასაფასებელია, მაგრამ მთავარი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობაა

ევროპული სოლიდარობა ნიკასა და ჩემს მიმართ მართლაც დასაფასებელია, მაგრამ მთავარი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობაა. - განაცხადა საქართველოს მესამე პრეიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული".

"ისტორიული 2 დღე ევროპის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. 
ისტორიული და ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული. ბედნიერი ვარ, რომ ევროპას არ ვავიწყდები და მათი უმაღლესი ტრიბუნიდან, რომლიდანაც არაერთხელ გამოვსულვარ, აჟღერებენ ჩემს მიმართვას, რომ არ ჩაგვტოვონ პოსტსაბჭოთა ჭაობსა და რკინის ფარდის იქით. 
ევროპული სოლიდარობა ნიკასა და ჩემს მიმართ მართლაც დასაფასებელია, მაგრამ მთავარი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობაა. 
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ქვეყანაში ქართველი ხალხი საკუთარი ხელით და დასავლეთის დახმარებით შეცვლის ყველაფერს. ჩვენს შვილებს კი აღარ მოუხდებათ ევროპაში გადახვეწა, არამედ ისინი სახლში დარჩებიან და ევროპა მოვა ჩვენთან. 
ყინული დაიძრა და გაგრძელება აუცილებლად იქნება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics