|
2022-06-08 15:03:43, 1384 ნახვა
პოლიტიკა
რასმუსენი - პირველი შეცდომა იყო 2008-ში, როდესაც უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის მინიჭებაზე ვერ შევთანხმდით
პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, როცა ბუქარესტში ნატო-ს სამიტი გვქონდა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდნენ ნატო-ს წევრები. მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე, ასე გამოეხმაურა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ჟურანლისტის შეკითხვას დაუშვა თუ არა შეცდომა ნატო-მ, რომ მანამდე არ მიიღო უკრაინა? რასმუსენის თქმით, ნატო-ს ამ განხეთქილებამ არასწორი გზავნილი გაუგზავნა პუტინს, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში. „ჩვენ პირველი შეცდომა დავუშვით ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა საქართველოსა და უკრაინას წინსვლის მკაფიო გზა არ დაგვისახავს. ჩვენ ასევე დავუშვით შეცდომა 2014 წელს ყირიმის რუსეთის ფედერაციაში უკანონო ანექსიის შემდეგ, სადაც გარკვეული სანქციები შემოვიღეთ. მაგრამ ეს იყო მსუბუქი სანქციები. ამ ყველაფერმა პუტინს შექმნა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, თითქმის ყოველგვარი საფასურის გარეშე, გაეგრძელებინა და ძალით დაეპყრო მიწა. ასე რომ, ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით. ძალიან დიდი ხანია გულუბრყვილოები ვართ”,- განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, როცა ის ნატო-ს გენერალური მდივანი იყო. „ნატო-ს გენერალური მდივანი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რომ მან უნდა მიაღწიოს კონსენსუსს. 2008 წელს ვიყავი დანიის პრემიერ მინისტრი. მომხრე ვიყავი საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მომხრე. მაგრამ ნატო-ში კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ. 2014 წელს ვიყავი ბევრად უფრო ძლიერი ზომების მომხრე, მაგრამ ამაზეც ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს და, რა თქმა უნდა, მომიწია ამის მიღება. მაგრამ ვფიქრობ, ისტორიიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დიქტატორებთან შეთანხმება არ იწვევს მშვიდობას. ეს იწვევს ომს და კონფლიქტს, რადგან ისინი პატივს სცემენ მხოლოდ ძალაუფლების, სიძლიერის და ერთიანობის ენას”,- დასძინა რასმუსენმა.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)