02:34 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 18:44:09, 1174 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის (IFჩ) რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტეს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და  IFჩ-ის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ხაზი გაესვა და დადებითად შეფასდა კორპორაციის მხარდაჭერა საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ექსპორტის სტიმულირების კუთხით. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კორპორაციის ფინანსურ მხარდაჭერაზე ქვეყნის მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისა და მწვანე ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მასზე დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოება.

ასევე გამახვილდა ყურადღება ეკონომიკის სხვა სექტორებზე, მათ შორის, ტურიზმზეც, სადაც კორპორაცია პროექტებს ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics