|
2022-06-07 17:47:08, 1032 ნახვა
პოლიტიკა
აჭარაში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამების ბიუჯეტი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამების ბიუჯეტი. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „2022 წელი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება აჭარისთვის, რადგანაც წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან ერთად სრულდება ყველაზე დიდი სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის პირველი ეტაპის მშენებლობა, სადაც 582 ოჯახს გადაეცემა ბინა და ეს პროცესი გაგრძელდება სანამ ყველა ოჯახი არ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხო საცხოვრისით. დაიწყო მეორე ეტაპის განხორციელებისათვის საჭირო პროცედურები" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში 2018-2022 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა: აშენდა სოციალური სახლები ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში, სადაც საცხოვრებელი ფართი 150 მდე ოჯახს გადაეცა; სოფელ წაბლანას მკვიდრ 219 ოჯახს ბათუმში ბინები გადაეცა; დაიწყო ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება, 3000 ოჯახს საცხოვრისის პრობლემა მოუგვარდება; აჭარაში 365 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა საცხოვრისი; სოციალური პროგრამებით 15 000 ბენეფიციარმა ისარგებლა. 2021 წელს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარს შეადგენდა. 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისთვის დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა. 2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება. უშვილო წყვილებისთვის თანამედროვე რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების პროგრამულად დაფინანსდება.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)