13:52 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 16:49:21, 1163 ნახვა

სამართალი
თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა

15 წლის მოზარდს თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

სასამართლოს ცნობით, არასრულწლოვან გ.გ.-ს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა თანატოლის მიმართ.

„საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ხელთარსებული დანის გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დარტყმით სცადა 15 წლის ლ.ა.-ის განზრახ მკვლელობა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა”- ვკითხულობთ სასამართლოს განცხადებაში.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

„კერძოდ, ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე”,- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 15 წლის გ.გ-მ ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics