07:50 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 21:25:46, 879 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - ევროკავშირის სტატუსზე უარის თქმას ქართველი ხალხი მიიღებს, როგორც ქვეყნის დასჯას იმის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთ

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას ქართველი ხალხი მიიღებს, როგორც ქვეყნის დასჯას იმის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთ. დღეს ერთადერთი, ვისაც არ აწყობს ამ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, არის რუსეთი და თუკი ევროკავშირი ამას გააკეთებს, ის ძალაუნებურად შეასრულებს რუსეთის დაკვეთას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ imedinews-ს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინის ომის ფონზე თავად აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს რუსეთს მკაცრად არ მოსთხოვეს პასუხი საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.

„გავეცანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას და არ დაგიმალავთ, ძალიან გამიკვირდა ის აქცენტები, რაზეც ელჩი ყურადღებას ამახვილებდა. როგორ შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების შეჩერებაში დაადანაშაულო მაშინ, როცა ციხეებში პატიმრის უფლებების დაცვა სწორედ ჩვენ დავიწყეთ, ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენ ვაქციეთ სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად, ანტიდისკრიმინაციული კანონი სწორედ ჩვენ მივიღეთ, როდესაც საქართველოს მიტოვებული რეგიონები ჩვენ გავაცოცხლეთ, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას სწორედ ჩვენ მოვაწერეთ ხელი და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო. ეს განცხადება არა ხელისუფლების, არამედ, ქართველი ხალხის დადანაშაულებაა, თითქოსდა ვერ ხვდებიან, ვინ უნდა აირჩიონ. 

ევროკავშირის გადაწყვეტილების წინ ასეთი განცხადების გაკეთება საზოგადოების ნეგატიური აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება. ჩვენს ევროპელ მეგობრებს ავიწყდებათ, რომ ეს საზოგადოება, რომელიც პირისპირ დგას რუს აგრესორთან, ევროპაში მეგობრებს ხედავს სწორედ ამ აგრესორისგან თვის დასაცავად. ევროკავშირმა უკრაინის ომის ფონზე თავად აღიარა, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც 2008 წელს რუსეთს მკაცრად არ მოსთხოვეს პასუხი საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. დღეს მათ შანსი ეძლევათ, რომ ის დანაშაული გამოასწორონ და ამის ნაცვლად ვისმენთ განცხადებებს, სადაც ჩვენ გვადანაშაულებენ. 

ერთადერთი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა, ეს არის ომში ჩართვა და ამით გადაარჩინა ქვეყანა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას ქართველი ხალხი მიიღებს, როგორც ქვეყნის დასჯას იმის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთ. დღეს ერთადერთი, ვისაც არ აწყობს ამ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, არის რუსეთი და თუკი ევროკავშირი ამას გააკეთებს, ის ძალაუნებურად შეასრულებს რუსეთის დაკვეთას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics