|
2022-05-30 10:44:05, 913 ნახვა
პოლიტიკა
ჯაღმაიძე - დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში, ბოლო პერიოდში, ტერიტორიებს უფრო ვკარგავდით, ვიდრე ვიმატებდით
პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს. ემოციურად ეს ძალიან სასიხარულო დღეა, ფაქტია სასიხარულო. ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ამ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან. "ამას ექნება ძალიან კეთილი გაგრძელება. სახლი, რომელიც აშენდება, იქნება წარმომადგენლობითი, რომელიც წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე საქართველოს, ქართველი სასულიერო პირების აქ მოღვაწეობას, იმ სასულიერო კერებს, რომელიც წმინდა მიწაზე არსებობდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელოვა ექნება, თავისთავად ამ სახლის არსებობას და შემდგომში, რასაც მოიტანს ამ სახლის აქ აშენება და ფუნქციონირება. შესანიშნავი ადგილია. არც ველოდი, ასეთი სილამაზე თუ იქნებოდა ზუსტად ამ ადგილზე. ვფიქრობ, რომ ყველასთვის იქნება ძალიან სასიხარულო და აქ მოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მარტივი თემა არ არის მიწის გადმოცემა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის და ბოლო პერიოდში, თუ გადავავლებთ თვალი ჩვენს ისტორიას, ტერიტორიებს უფრო ვკარგავდით, ვიდრე ვიმატებდით და დაე იყოს ეს საწინდარი იმის, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და ზოგადად, შევიძინოთ ის, რაც საბოლოო ჯამში სულიერ შედეგს მოგვიტანს",- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)