|
2022-05-27 13:54:11, 984 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: აი, რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა - ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას, ეს არის ვერდიქტი
საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არის მუხრუჭი ევროპული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ გამოტანილია ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას. "რა თქმა უნდა, საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხ ქვეშ გათელვას, კორუმპირებულ მოსამართლეებს, პოლიტიკურ პატიმრებს, სააკაშვილის და გვარამიას და სხვათა უსამართლოდ დაპატიმრებას და ბევრ რამეს არ იმსახურებს, მაგრამ იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, მან ეს მოიპოვა სისხლითაც, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით. საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არის მუხრუჭი ევროპული განვითარების გზაზე. გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს - „თქვენმა ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი უნდა შეუშალოს რუსეთის მიერ მისი გვერდის ავლის მცდელობასო“, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებზე. რისი პასუხისმგებლობის დამტკიცებელი ხართ, უკრაინის პრეზიდენტს უარი უთხარით პარლამენტში გამოსვლაზე, ფაქტობრივად, არ დარჩენილა ევროპის არც ერთი პარლამენტი, სადაც ის არ იყო ნამყოფი. მთავრობის ერთი წევრი იყო უკრაინაში? ტელეფონით ესაუბრეთ თქვენს კოლეგას? საქართველოს დღევანდელი ეპოქის შესაფასებლად ერთი ისტორიული ფრაზაა საკმარისი, რომელიც შევა წიგნებში. აი, რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ - ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას, ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)