2022-05-25 20:15:36, 1322 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში საწვავის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია
დიდ ბრიტანეთში საწვავის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია - ბენზინის ფასმა ლიტრზე 1,70 ფუნტს (თითქმის 2 ევროს) გადააჭარბა. ასეთ მონაცემებს ავრცელებს ავტომოყვარულთა ბრიტანული ასოციაცია RAC, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს გადაუდებელი ზომების მიღებას ცხოვრების ღირებულების მატებასთან დაკავშირებით.
მანამდე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი წლის მარტამდე საწვავზე გადასახადი ლიტრზე 5 დ რ-ით შემცირდება - საუბარია ისტორიაში ამ გადასახადის ყველაზე სერიოზულ შემცირებაზე. იმავდროულად, ფასების მუდმივი ზრდის ფონზე, ადგილობრივმა მძღოლებმა ამ ზომას "ოკეანეში წვეთი" უწოდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,