11:15 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 13:06:19, 1050 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში

,,რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი ლომჯარიათი და ენჯეოებით  ამერიკის საელჩო დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ახორციელებენ დისკრიმინაციას და ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ცდილობენ, რომ არაფორმალურად მართონ ხელისუფლება და კონკრეტულად სასამართლო სისტემა - აი, ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2004-2012 წლებში, ამერიკის საელჩო მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი კრიტიკით არ გამოირჩეოდა. მაშინ, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესიული მანქანა. 

,,შეგახსენებთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე, მაშინაც კი არ გამოდიოდა არანაირი კრიტიკით კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ამერიკის საელჩო, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესირებული მანქანა. მაშინ გახსოვთ ასეთი ფაქტი, რომ რომელიმე მოსამართლე არ წაიყვანეს საზღვარგარეთ? კონკრეტული ადამიანები,  მოსამართლეები, რომლებიც უმძიმეს განაჩენებს ადგენდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, პირდაპირ იყვნენ ჩართული რეკეტში, ყაჩაღობაში და ა.შ. ისინი დაჰყავდათ საზღვარგარეთ. რატომ? ამაში ვერავინ ვერ გაამტყუნებს, რადგან საელჩო ვერ ჩაერეოდა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ანუ ყაჩაღები დაჰყავდათ ბუნებრივია მაშინ, რადგან არ ჰქონდათ სხვანაირი საშუალება.  ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, არაფორმალური მმართველობის მცდელობაში და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში. ეს არის ზუსტად ანტიდასავლური პროპაგანდა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics